ჩანაწერი
Laravel
მკერდში ნაღვერდალი ფეთქავს
მკერდში ნაღვერდალი ფეთქავს,
მჩხვლიტავს მილიონი ნემსი,
გრძნობის მივუყვები ტალღას,
ასე მეწერება ლექსი.
აღარ მთავრდებიან, უთავბოლოდ
გზაზე გაშოტილი რელსები,
ვიწურავ ბოლო წვეთებს ვენებიდან,
ასე იბადება ლექსები.
ჩემი ორთქლმავალიც მიგუგუნებს,
დაგვიანებები არ მჩვევია,
მალე ვაგონები გამიყოლებს,
აქ კი ეს ლექსები დარჩებიან.
მერე, თუკი ვინმე მომიგონებს,
მინდა, რომ იცოდეს ყველამ,
რომ მე ყველა ლექსი მტკიოდა და
ლექსშიც ყველა სტროფი მე ვარ!
მჩხვლიტავს მილიონი ნემსი,
გრძნობის მივუყვები ტალღას,
ასე მეწერება ლექსი.
აღარ მთავრდებიან, უთავბოლოდ
გზაზე გაშოტილი რელსები,
ვიწურავ ბოლო წვეთებს ვენებიდან,
ასე იბადება ლექსები.
ჩემი ორთქლმავალიც მიგუგუნებს,
დაგვიანებები არ მჩვევია,
მალე ვაგონები გამიყოლებს,
აქ კი ეს ლექსები დარჩებიან.
მერე, თუკი ვინმე მომიგონებს,
მინდა, რომ იცოდეს ყველამ,
რომ მე ყველა ლექსი მტკიოდა და
ლექსშიც ყველა სტროფი მე ვარ!
Laravel
კომენტარი
0