შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენი ნასროლი სიტყვა

შენი ნასროლი სიტყვა,
სისხლისგან უღვთოდ მცლის,
და გაფიქრებაც მისი,
ტანში მზარავს და მცრის.

გამოვეკიდე ღრუბლებს,
ტკივილი გულში ზის,
არ წყდება წვიმის ძაფი,
ნახვას ვესწრაფვი მზის.

შენი ნასროლი სიტყვა
მიზანში ზის და მწყინს.
გარეთ კი, როგორც გულში,
გადაუღებლად წვიმს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →