შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ისევ და ისევ შენს თავს ვიბრალებ

ისევ და ისევ შენს თავს ვიბრალებ,
ისევ და ისევ მიცქერენ ეჭვით.
მხრებზე დაძონძილ ღამეს ვიფარებ,
და სიმძიმეს ვგრძნობ ორივე ბეჭით.

მარცხნივ ისევე ფეთქავს რაღაცა,
გულივით სუსტი,
გულივით ცხელი.
მე თითქოს ვარ და
თითქოს აღარც ვარ,
მწყურდება ღვინო
და პური ხმელი.

და ისევ ისე შენს თავს ვიბრალებ,
თითქოს არასდროს მქონია სხვა გზა...
და უკანასკნელ ანდერძს ვიბარებ
და უკანასკნელ სურვილებს ვხაზავ.

თუ ნისლის ფრთებით
მთებზე მცოცავი,
მე ვერ მარჩევდე წარსულის ხმებში,
მაინც გახსოვდე, როგორც ცოცხალი
და ჩემი ხსოვნა არ მოკვდეს შენში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →