შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

როცა ჩაივლის ჩვენი აპრილი

როცა ჩაივლის ჩვენი აპრილი,
განერიდები გრძნობების თავსხმას,
მე გიორგობისთვეში აკინძულ
ფერად დღეების მოგიტან ასხმას.

და ის ზეიმი იქნება ჩვენი,
სურნელით სავსე ახალი ღვინის,
აყვავილდება სულის კვირტები,
ახლა რომ ჩვენში თანაბრად ღვივის.

კვლავ ამიხსენი ეს სიყვარული,
გიორგობისთვის მაჭრით გამომთვრალს.
ნუ დაიზარებ, აპრილს გაფიცებ,
რა უნდა ორი სიტყვის ამოთქმას.

ერთი დღით მაინც ისევ დავბრუნდეთ,
ჩვენი აპრილის სილაჟვარდეში,
ცოტა დავლიოთ და გავეხვიოთ,
ჭრელი ფოთლების ფერად ბადეში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →