შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მივატოვე სამყარო

მივატოვე სამყარო,
სავსე უცხი ყიჟინით
და საკუთარ სხეულში
დავწანწალებ გიჟივით.

ყველგან სადაც ვიყავი,
ავიყარე ნაბადი
და ლტოლვილად, საკუთარ
გულის გულში დავსახლდი.

აქ იმდენი ფიქრია,
და ისეთი ქარები,
ერთ წუთსაც კი ვერასდროს,
თვალს ვერ მიეფარები.

აღარც ვინმე მაწუხებს,
ხმაურით და ყიჟინით
და საკუთარ სხეულში,
დავწანწალებ გიჟივით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →