შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჩემს ძველ დღიურებში

ჩემს ძველ დღიურებში
არაფრისმთქმელ სიტყვებს,
უკვე აღარ ვიცი
მერამდენედ ვიწერ.

ვზივარ მოწყენილი - როგორც ეს საღამო,
ქარწაღებულ ფიქრებს ვეღარ ვაკოწიწებ.

ჩემში ჩასახლებულ
ყველა ავსულს ვდევნი,
ვერ ვიპოვე ყულფი
ჩემზე მორგებული.

დაბადების დღიდან
ედემის კარს ვეძებ,
მიმაქვს მძიმე ტვირთი
ზურგზე მოდებული.

კვლავ დღიურში ვიწერ
ჩემს ათასგვარ ბოდვას,
კვლავ ვაგროვებ ერთად
არაფრისმთქმელ სიტყვებს.

მეც ვერ დავიტევდი
ალბათ ამდენ ცოდვას,
რასაც ეს დღიური
მის ფურცლებზე იტევს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →