შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა

შემოდგომა

შეათოვს სევდას ყვითელ ფოთლებად
და შემოდგომა მოილევს ქორწილს,
მერე წამოშლის ღრუბლებს ჩაწოლილს
და ნასუფრალზე ოქროსფრად მოწვიმს.

ფეხი ეშლება სუფრიდან ამდგარ, გრძნობებით დამთვრალ ოქტომბრის ღამეს,
მიწის უბეში ცრემლივით ჩამდგარ -
ნაწვიმარ გუბეს გაუთხრის ღარებს.

ნისლები მთებზე მანდილებს ქარგავს,
ნადირი ბარში ჩამოიხიზნა.
ქარი ახვეტავს ფოთლების ფარდაგს,
ჰა, ნოემბერმაც გამოიფხიზლა.

წრიალებს ქარი, უმატა ქროლვას,
წვიმით აივსო ყველგან ტევრები
შემოდგომაა, ირევა გარეთ,
ზეიმისა და სევდის ფერები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →