შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღამე გასერა ჩემმა ვარსკვლავმა

ღამე გასერა ჩემმა ვარსკვლავმა,
და ღმერთმა უწყის სად ჩამოვარდა.
ოდესმე ცაში თუ ავიჭრები,
ეს ზუსტად ვიცი, ვერ ჩამოვალ და
ისევ ეშაფოტს უნდა ველოდო,
უნდა ვისმინო უცხო კრიახი,
რომ შევასრულო ჩემი პირობა,
რომ დავაპურო ჩემი წიაღი.

რომ დავანგრიო ყველა კედელი,
ყველა მოსისხლე მოყვრად ვაქციო
და სიყვარულის თეთრი დროშები,
შავი ღრუბლების ზემოთ ავწიო.
ზეცა გასერა ჩემმა ვარსკვლავმა,
მე კი წამებში ვუთქვამ სურვილებს,
რათა ამიხდეს,
სანამ სიკვდილი სიცოცხლის კარებს დამახურვინებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →