შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ისევ თუ მომენატრები

ისევ თუ მომენატრები,
გულს თუ დასწყდები დარდებად,
მერე რა, ხომ გადაიღებს,
როდესაც გაავდარდება.

მერე რა ისევ გაშრება
ცრემლით ნაწვიმი პერანგი,
და მონატრების ტკივილებს,
ქარი წაიღებს, ვერაგი.

მერე ქარებიც ჩადგება,
გულიც ჩადგება საგულეს
და მის პატარა კუნჭულში,
წარსული დაისადგურებს.

მერე რა, გულში თუ ისევ
ხანდახან თოვლი მოფიფქავს,
შენს გზებს ფიფქები დაფარავს,
თოვლს გამოვატან მოკითხვას.

გადავადებულ სიხარულს,
ჩემი ივლისი ვერ იმჩნევს,
დროს კიდევ ერთ შანსს ვუტოვებ,
ვნახავ, რომელ თვეს შემირჩევს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →