შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემით ვიშენებ ოცნების კოშკებს

ჩემით ვიშენებ ოცნების კოშკებს
და უფრო მეტად წარსულზე ვწუხვარ.
ჩემს ირგვლივ ყველა ნუგეში მოსპეს,
ცას ვასამარებ და მიწას ვბურღავ.

მე არ ავდივარ გოლგოთის მთაზე,
ჩემთვის გოლგოთა არის დიდება,
მე აქვე უნდა გამაკრან ჯვარზე,უ
უნდა მიმახრჩონ ჩემმა თითებმა.

ჩემი გვამი კი ბნელში მიჰქონდეთ,
საზარელი ხმით, ავ მიკიოტებს
და ჩემი სული, ბურუსით მოცულ
მიკიოტების გუნდს მიჰკიოდეს.

მე მიწა უნდა ვზილო ფეხებით,
თუმცა საშველი იქნება არსად,
ცოდვიდან ცოდვას გადავეხლები
და დამიჯდება სიცოცხლის ფასად
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →