ჩანაწერი
Laravel
მე ხელებს ვურევ დამთბარ სივრცეში
მე ხელებს ვურევ დამთბარ სივრცეში,
და უძილობა ღამეებს მპარავს,
ნისლები ღრუბლებს ფარავენ თითქოს,
ჩემს სუგიჟეს კი ვინ გადაფარავს?
ვინ დაიბრალებს ამდენ თეთრ ღამეს,
თვალების მიღმა მიმალულ ფიქრებს?
ზოგჯერ მგონია, სულში ვიღაც მყავს -
ხანდახან ძალას რომ ვეღარ იკრებს.
და მერე ვეძებ სულის სიღრმეში
მიმალულ სტუმარს, ცოდვით დაცემულს,
ვაწოდებ იმედს, როგორც მოძღვარი
პურს - საზიარო ჯამში ჩაწებულს.
და ხელებს ვურევ დამთბარ სივრცეში,
და უძილობა ისევ მაწვალებს,
ქარივით არხევს, სულის სიღრმეში
სევდის და დარდის დაშლილ ნაწნავებს.
ისევ ამაოდ ვცდილობ გათიშვას,
ამაოდ ვხუჭავ თვალებსაც, ისევ,
და მეტირება ყველა აკორდზე,
მგონია, თითქოს ბოლოჯერ ვისმენ.
და უძილობა ღამეებს მპარავს,
ნისლები ღრუბლებს ფარავენ თითქოს,
ჩემს სუგიჟეს კი ვინ გადაფარავს?
ვინ დაიბრალებს ამდენ თეთრ ღამეს,
თვალების მიღმა მიმალულ ფიქრებს?
ზოგჯერ მგონია, სულში ვიღაც მყავს -
ხანდახან ძალას რომ ვეღარ იკრებს.
და მერე ვეძებ სულის სიღრმეში
მიმალულ სტუმარს, ცოდვით დაცემულს,
ვაწოდებ იმედს, როგორც მოძღვარი
პურს - საზიარო ჯამში ჩაწებულს.
და ხელებს ვურევ დამთბარ სივრცეში,
და უძილობა ისევ მაწვალებს,
ქარივით არხევს, სულის სიღრმეში
სევდის და დარდის დაშლილ ნაწნავებს.
ისევ ამაოდ ვცდილობ გათიშვას,
ამაოდ ვხუჭავ თვალებსაც, ისევ,
და მეტირება ყველა აკორდზე,
მგონია, თითქოს ბოლოჯერ ვისმენ.
Laravel
კომენტარი
0