შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უსათაურო

დრო ხომ ჰკვეთს და სდებს ბრალს ვიღაცის გულის ნაფიქრალს
და გარიჟრაჟს, მე შენი ფანჯრის რაფაზე მდგარი ნამის მწამს.
გაურკვეველი მელოდიის სმენისა და მისი შინაგანად მღერის ჟამს.
სამარადისოდ ქცეული წვიმის წვეთების დანალექიც გგავს.
შენი ნარჩენების დანანგრევი
და ხშირი თმების ქაოსური განლაგება.
ჩემს ფიქრებში უსახო სხეულები განახლდება.
მთვარესთან გაუსაძლის ჭიდილში წარმოქმნილი აზრების აბსურდული განგება
სტრიქონები აზრობრივად ლაგდება
ზღვის მოქცევა კი მთავრდება.
მთვარე ათვლის წერტილს მოსწყდება და ჩემს ფეხებთან მუზად დაგორდება.
მუზა მყისვე სანთელივით ჩამოდნება,
დაღვენთილი წვეთებიდან შენი თვალები აღმოცენდება.
დრო კი უკუსვლით მორბენალი ვეღარ ჩერდება.
ვეღარ შედრკება.
და გახევდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →