შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

როგორ მომენატრა

როგორ მომენატრა იცი,
შენთან გულის გახსნა ისევ?
არასოდეს ველი შენს ხმას,
ვიცი უსიტყვოდაც მისმენ.
მეგობარო,ჩემო კარგო
სულის წამალი ხარ ჩემი,
და არ მეშინია მაშინ,
როცა შენს იმედად ვრჩები.
ისე მომინდება ზოგჯერ
დავჯდე,უსასრულოდ გწერო,
რომ აღარ დამჭირდეს მეტჯერ,
სათქმელი რითმებში ვწელო.
ცასავით შორი ხარ ზოგჯერ,
ფიქრით გადმოკვეთავ სერებს,
დარდის გამოაღებ კარებს,
სულში შემაპარებ მზეებს.
მეგობარო, ჩემო კარგო,
ახლაც მომენატრე ისევ.
თუმცა ზოგჯერ არას ვამბობ,
ვიცი უთქმელადაც მისმენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →