შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლექსი ბავშვობის ბილიკებს

დაღამდა და მეც გავყევი ღამის ბილიკს,
თუმცა ხშირად მეძახიან მშიშარას.
მთვარემ გზები გამინათა ძველი სოფლის,
მეც თამამად გავუყევი მის შარას.
ჰე რამდენი უთოვია გზად ალუბლებს,
ჰე რამდენი უკან დარჩა დღეები...
მივდივარ და მთვარის შუქზე ვხედავ,როგორ
ტკივილივით ყვავილობენ ხეები.
თენდება და მეშინია, გზა აღარ ჩანს,
სიზმრის ლანდებს ვეთხოვები რიჟრაჟზე,
ჰაუ როგორ მინდა ისევ იქ რომ ვიყო,
ვიხსენებ და ვარ სიგიჟის მიჯნაზე.
ღამით ისევ გამატარე შენს შარაზე
როცა მთვარე გაანათებს ბილიკებს,
სანამ კიდევ ყვავილობენ ალუბლები
და ზაფხული მწარედ გამაქილიკებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →