ჩანაწერი
Laravel
ღამე იხრწნება
ღამე იხრწნება და ჩუმად ტირის
გამომწყვდეული სიბნელის შიშში.
გეძებ და გეძებ ქვესკნელის გზებზე
და სად გიპოვო მზეო, ან ვისში?
გადაიარა ცის გზები მთვარემ,
კლდოვანი მთების თავზე დახვავდა,
ვინ მეტყვის, ნეტავ ვისი ბრალია-
წელს გაზაფხული რომ არ აყვავდა?
ვისი ბრალია რომ არ თენდება?
ღამე რომ ღამით ჩუმად იღლება,
აკეთებს ნახტომს ირმისას დრო და
ალბათ ზაფხულიც გადაიდება.
ალბათ ჩამოწერს საათი თვეებს,
გაყინულ დროში რომ არ დავბერდეთ
და გათენდება მზიანი დილაც
ბნელში ცხოვრება რადგან გავბედეთ.
გამომწყვდეული სიბნელის შიშში.
გეძებ და გეძებ ქვესკნელის გზებზე
და სად გიპოვო მზეო, ან ვისში?
გადაიარა ცის გზები მთვარემ,
კლდოვანი მთების თავზე დახვავდა,
ვინ მეტყვის, ნეტავ ვისი ბრალია-
წელს გაზაფხული რომ არ აყვავდა?
ვისი ბრალია რომ არ თენდება?
ღამე რომ ღამით ჩუმად იღლება,
აკეთებს ნახტომს ირმისას დრო და
ალბათ ზაფხულიც გადაიდება.
ალბათ ჩამოწერს საათი თვეებს,
გაყინულ დროში რომ არ დავბერდეთ
და გათენდება მზიანი დილაც
ბნელში ცხოვრება რადგან გავბედეთ.
Laravel
კომენტარი
0