შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შორს წასულ მეგობარს

მიდიხარ...არ გრჩება განა მოსახედი?
ან ეს განშორება დღეს განაჩენია? წახვედი,რადგანაც ასეა საჭირო სწორედაც იმათთვის-ვინც ,,უკან“ გრჩებიან.
წახვედი,..მგელივით აყმუვლდა ტკივილი,
უხმოდ გააყრუა შინაგანი სივრცე...
ღვთის გზით იარე და უფალი გფარავდეს,..
რომ კარგად იქნები
დედა დაიფიცე.
რამდენი დღე გავა და
რამდენი საათი,
რამდენი ტკივილი გაკაწრავს მაგ გონებას,
მაგ ხელის გულებით
სითბო რომ მიგყვება
გულზე დაიდე და გაგითბობს მოგონებას.
ნახვამდის მეგობარო,
სულ მალე-ნახვამდის,
დროებით მანძილი
იქნება და ხვდები:-
თუმცა ვერ გაცილებ,
ფიქრებით მოგყვები.
როცა დაბრუნდები
პირველი დაგხვდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →