ჩანაწერი
Laravel
წვიმა
ღმერთო ეს წვიმა
ვაი თუ მართლა შენი ცრემლებია
და მე კი ფეხებს ვიბან ცრემლებში?..
მომეცით სენტი...
ჩემივე ფეხის ნაბანი უნდა დავაგემოვნო,
არ მინდა მეტი.
უნდა გავსინჯო მისი ინანი,
როცა მიწაზე აღარ ვიცხოვრებ
რომ არ ვინანო...
ღმერთო ეს წვიმა იქნებ შენი ცრემლებია და მე არ ვაგროვებ,
როგორც ნაჟურს უკვდავებისწყლის?...
რატომ მათრობს მისი სურნელი როცა ვსველდები?
მომეცით მეთქი, მომეცით სენტი!..
უნდა დავისხა,
უნდა დავლიო.
ღმერთო დამისხი
ცოტა ზედმეტი
ჩემი გონება უნდა ავრიო.
როცა დავთვრები
ეგ ცის ნაჭერი
გადამაფარე, როგორც საბანი.
შენი ცრემლები უნდა ავკინძო,
ჩემი ბინძური ფეხის ნაბანი.
ვაი თუ მართლა შენი ცრემლებია
და მე კი ფეხებს ვიბან ცრემლებში?..
მომეცით სენტი...
ჩემივე ფეხის ნაბანი უნდა დავაგემოვნო,
არ მინდა მეტი.
უნდა გავსინჯო მისი ინანი,
როცა მიწაზე აღარ ვიცხოვრებ
რომ არ ვინანო...
ღმერთო ეს წვიმა იქნებ შენი ცრემლებია და მე არ ვაგროვებ,
როგორც ნაჟურს უკვდავებისწყლის?...
რატომ მათრობს მისი სურნელი როცა ვსველდები?
მომეცით მეთქი, მომეცით სენტი!..
უნდა დავისხა,
უნდა დავლიო.
ღმერთო დამისხი
ცოტა ზედმეტი
ჩემი გონება უნდა ავრიო.
როცა დავთვრები
ეგ ცის ნაჭერი
გადამაფარე, როგორც საბანი.
შენი ცრემლები უნდა ავკინძო,
ჩემი ბინძური ფეხის ნაბანი.
Laravel
კომენტარი
0