შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თუმცა ვერ ვიტან

თუმცა ვერ ვიტან ამ ქალაქს ახლა
რადგანაც ახალს არას მპირდება,
მე ვიცი როცა აქედან წავალ
ის წასვლა მაინც გამიჭირდება.

მე ვივი ისევ დავისხამ ხარბად
მისი ქუჩიდან ნაგროვებ წვიმას,
მე ვიცი ისევ უფერო ხარ და
აქედან მხოლოდ წარსული მიმაქვს.

და რომც ვეცადო გადავივიწყო,
სჯობს,რომ სიმართლე ითქვას თავშივე
იმ წარსულს მითხარ,რა უნდა ვუყო,
მასთან რომ მუდამ დამაკავშირებს.

თუმცა ვერ ვიტან ამ ქალაქს ახლა,
მთელი დღე წრეზე სირბილს ვუნდები,
რადგანაც ყოველ დილით გავდივარ,
მაგრამ საღამოს უკან ვბრუნდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →