შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი პირველი თოვლი

თოვლი მოდის, რა კარგია,
დაიძახა მამამ,
უცებ ქურქი ჩამაცვა და
გარეთ გამიყვანა.

ცივზე ცივი ფანტელები,
მოფარფატებს თეთრად,
მოდიან და ჩემს ეზოში
გროვდებიან ერთად.

თოვლის პაპა გააკეთეთ,
გვეუბნება დედა,
განა ასე ცივი თოვლით,
პაპა გაკეთდება?

თოვლი მოდის, რა კარგია,
ჟრიამულობს ყველა,
ჩემი თბილი ხელისგული,
თოვლმა დამისველა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →