ჩანაწერი
Laravel
საკვირაო ბაზარი
გაუმართავთ ცხოველებს
საკვირაო ბაზარი,
მოაგორეს ციყვებმა,
წაბლი უზარმაზარი.
მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს,
რკოს ასაღებს მელია,
ზღარბის მარწყვის მურაბა,
მართლაც გემრიელია.
ტურა აქებს ჟოლოს ჯემს,
ჭარხალს ყიდის კურდღელი,
დათვმა თაფლის ჭამისგან,
აიტკია მუცელი.
ყველაფერი გაყიდეს,
ყველა ბედნიერია,
ცხოველების ნაშრომი,
მართლაც გემრიელია.
საკვირაო ბაზარი,
მოაგორეს ციყვებმა,
წაბლი უზარმაზარი.
მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს,
რკოს ასაღებს მელია,
ზღარბის მარწყვის მურაბა,
მართლაც გემრიელია.
ტურა აქებს ჟოლოს ჯემს,
ჭარხალს ყიდის კურდღელი,
დათვმა თაფლის ჭამისგან,
აიტკია მუცელი.
ყველაფერი გაყიდეს,
ყველა ბედნიერია,
ცხოველების ნაშრომი,
მართლაც გემრიელია.
Laravel
კომენტარი
0