შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბატის ჭუკი საქათმეში

ერთხელ ბებომ გაზაფხულზე,
კრუხს დაუდო ბატის კვერცხი,
ერთი ბატიც გვეყოლება,
ამ ჩვენს ლამაზ საქათმეში.


სამ კვირაში გამოჩეკა,
კრუხმა თავის წიწილები,
ერთი ჭუკი გაერია,
რომ გენახათ იცინებდით.

ქათმებმა რომ დაინახეს,
მობაჯბაჯე ბატის ჭუკი,
თქვეს: მახინჯი გამოსულა,
შეეცოდათ დედა კრუხი.

ბატმა ყიყინი დაიწყო,
მოდით, ნახეთ მეზობლებო,
მამალიც კი შეაშინა,
თავში იშენს ხელებს ბებო.


რა კარგია უბნის ბავშვებს,
გასართობი გამოუჩნდათ,
ბებოს ახალ ბატის ჭუკზე,
ლაპარაკობს მთელი ქუჩა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →