შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზღარბი

ზღარბი ზაგუ ტყის დარაჯი,
რა კაცური კაცია,
არის დინჯი, მოხდენილი
ეკლის ქურქი აცვია.

შეგროვილ წაბლს, მსხალს და ვაშლებს,
მუხის სკივრში ინახავს,
მე ასეთი გამრჯე ზღარბი
მეორე არ მინახავს.

დადის ნელა, მოხდენილად,
ყველაფერს აკვირდება,
ახალი წლის სტუმრებს თურმე
თხილით უმასპინძლდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →