შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჟირაფი და მზე

ზაფხულია ძლიერ ცხელა
ჩრდილში იმალება ყველა,
გრძელკისერა ჟირაფი კი,
დასეირნობს ნელა-ნელა.

თაგვი სოროს ანიავებს,
მდინარეში წვება მელა,
სპილო ჟირაფს ეკითხება,
ნუთუ შენ კი არა გცხელა?

მე ხომ გრძელი კისერი მაქვს
და ხანდახან როცა მცხელა,
თეთრ ღრუბელში თავს შევყოფ და
გავგრილდები ნელა-ნელა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →