შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ცხენი

ჩემი პაპას შავი წინდა,

ძველი ჩვრებით გამოვტენე,

ძაფით პირი მოვუქარგე,

თვალად ღილი დავაკერე,

ტანად ჯოხი დავუმაგრე,

მხიარულად გავაჭენე,

თამაშით რომ დავიღალე,

აივანზე გავაჩერე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →