შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საუბარი ღამესთან

ოთახში დაეშვა სიჩუმის ფარდა
ახლა მარტო ვარ ჩემს სასთუმალთან
მთვარე სარკმელთან დამიდარაჯდა
უხმოდ ვჩურჩულებ ჩემს მეგობართან.
ქვიშის საათი სიცოცხლეს მითვლის,
კიდევ ერთი დღე მოსწყდა კალენდარს,
ამ გულის ფეთქვის მკრთალი გუშაგი,
ვერცხლისფერ შუქად ჩამოიღვენთა.
გაზაფხულივით შემომეპარა
სიბერე,წელთა იარებს მითვლის.
რა ცოტა იყო სიყვარულისთვის
და რა ბევრია მონატრებისთვის.
თმას დაჰფენია თოვლის ნამქერი,
მაისსაც თრობა შემოეპარა;
ცხოვრების სწრაფმა მატარებელმა
შუბლზე ღარებად გადამიარა.
მთვარე ისმენდა ,ეძინა ყველას,
მკრთლი სხივები აპკურა მინას,
თუ გვიწერია მეორედ მოსვლა
მეტი სიკეთის მოსწრება მინდა.
მთვარემ აკრიფა ვერცხლის სხივები ,
თან გაიყოლა ჩემი ფიქრები.
შორს გადაეშვა,იმ მთების მიღმა,
რომელებსააც ხშირად ვესაუბრები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →