შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე და სიხარული

სიხარულს არ ვუშვებდი
ჩემში
და შენამდე.
სილაღით კინაღამ
ღამე დღეს შეადნეს.
შენამდე, ჩემამდე...
სილაღის ჩვევამდე,
ბედნიერების უსასრულო
დღეების რწმენამდე!
სიხარულს ვჭირდები,
მჭირდება იგი მე,
ბედნიერების დანახვამდე
ერთი და იგივე
ჩანდა ყველაფერი...
მზე ყინულს წურავდა
ზამთარ-ზაფხულ...
შენამდე, ჩემამდე,
ბედნიერების უსასრულო
დღეების რწმენამდე.
მერე სიხარული გადაიქცა
ჩვევად და თვისებად,
ყოვედღე მწიფდება,
მას მერე ივსება
გაზაფხულად,
კაშკაშა სისავსედ.
ძნელი კი იყო
გზა - სავალი
შენამდე,
ჩემამდე,
გაზაფხულამდე,
სიყვარულის,
სილაღის
რწმენამდე...
შენამდე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →