შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე და ჩიტი

მე და ჩიტი

ამ დანამულ სარკმელიდან ბუნდოვნად ჩანს,
როგორ ურტყამს შემოდგომა წვიმის სახრეს
ცხელ აგვისტოს... სანამ ფიქრი ჩაინამქრა,
გაბედე და უჩემობას ხელი ახლე.

და თვეებმა-მატარებლის ვაგონებმა,
იანვარი რომ ელმავლობს-არ იციან.
დაღლილ სახლებს გადახურავს სექტემბერი,
და ქარები- ნაგულისხმევ დეკემბერით
შემოდგომის მოსაცდელში დაიცდიან.

ვინ შეღობავს გამთოშავი ლოლოებით
ზამთრის დარდებს და ბოლთისმცემ მონატრებას?
კიდევ ერთი წელიწადით დაგშორდები,
კიდევ ერთი წელიწადი მოგვაკლდება.

მე კი ღამეს, როგორც დედას, თავს ვაფარებ,
მისი კალთის ვარსკვლავეთის სევდას ვკემსავ.
აპრილამდე, მომავალ წლის აპრილამდე
უნდა გავძლოთ მე და ჩიტმა - სველ რაფაზე
უდარდელად, ჩიტურად რომ ჩემ ფიქრს კენკავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →