შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნატუკა

მაია მიქაია 7 წლის წინ
ჩვენ მეზობელ ნატუკას
დილით ფაფა არ უყვარს,
ყოველ ფაფის ჭამაზე
ბებო აძლევს საჩუქარს.

ფაფებისგან წვალებით
იცლება ფიალები
და დაარქვა საჩუქრებს
ნატამ ფაფიანები.

ერთხელაც, საახალწლოდ,
თითუნებით წვრილებით,
გრძელი მძივი ააწყო
ფაფიანი ღილებით

და გოგონამ ჭკვიანმა,
მონაგები ფაფიდან,
ახალი წლის ბრჭყვიალა
ნაძვის ხეზე დაკიდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →