შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კატის კნუტი

-ფეხსაცმელში ნუ იძინებ,
ნუ სეირნობ მაგიდაზე!
რად დახიე ჩემი წიგნი?
ბებიკო რომ გამიბრაზდეს?

ვიცი, სადაც იმალები,
ამოძვერი მაგ ქვაბიდან!
სად წაიღე ჭრელი წინდა?
ჩემს ჯიბეში რაღა გინდა?

მორჩა, უნდა გაგებუტო,
გაუზრდელო კატის კნუტო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →