ჩანაწერი
Laravel
ისე, როგორც ბავშვობაში
ისე, როგორც ბავშვობაში
ავცოცდები მაღლა, მაღლა..
დამიწყებენ ძებნას,ძახილს..
ყურს დავხუჭავ, თვალსაც ...
მესმის როგორ იძახიან:
სად ხარ გოგო, სადა?
მე ხეზე ვარ, ზემოთ, ზემოთ
და დავყურებ მაძებარებს
ღიმილით და ეშმაკურად...
ვიმალები ტოტებს შორის...
უცებ მესმის განწირული
ყვირილი და ტირილი:
იქნებ ფეხი გაუცურდა, ანდა
ხელი - ფეხი მოიტეხა..
სულაც ხიდან ჩამოვარდა
და უგონოდ გდია სადმე...
შემრცხვა და ტირილით დავუძახე:
აქ ვარ დედი, ბებო,
ამომხედეთ ხეზე მაღლა...
მაპატიეთ, დაგემალეთ
აღარ ვიზამ ამის მეტად..
ჩამოვედი შერცხვენილი
მაღალ ხიდან დაბლა ბაღში...
13.06.2020
ავცოცდები მაღლა, მაღლა..
დამიწყებენ ძებნას,ძახილს..
ყურს დავხუჭავ, თვალსაც ...
მესმის როგორ იძახიან:
სად ხარ გოგო, სადა?
მე ხეზე ვარ, ზემოთ, ზემოთ
და დავყურებ მაძებარებს
ღიმილით და ეშმაკურად...
ვიმალები ტოტებს შორის...
უცებ მესმის განწირული
ყვირილი და ტირილი:
იქნებ ფეხი გაუცურდა, ანდა
ხელი - ფეხი მოიტეხა..
სულაც ხიდან ჩამოვარდა
და უგონოდ გდია სადმე...
შემრცხვა და ტირილით დავუძახე:
აქ ვარ დედი, ბებო,
ამომხედეთ ხეზე მაღლა...
მაპატიეთ, დაგემალეთ
აღარ ვიზამ ამის მეტად..
ჩამოვედი შერცხვენილი
მაღალ ხიდან დაბლა ბაღში...
13.06.2020
Laravel
კომენტარი
0