შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბედნიერების კადრი

-კადრი შეაჩერე...
-რომელი კადრი?
-ის კადრი, როცა ყველაზე ბედნიერი იყავი..
-ვერ შევაჩერებ..
-რატომ?
-ის ჯერ არ დამდგარა...
-და რა კადრია ასეთი...
-შვილის პირველი წამოტირება...
-მაგ კადრს ვერც შეაჩერებ..
-რატომ?
-შენც იტირებ მაგ დროს და კადრი გაგექცევა...
-მაშინ მის პირველ ნაბიჯების კადრს შევაჩერებ....
-ვერც მაგას შეაჩერებ...
-ამას რატომ ვერა?
- ის, რომ პირველ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბული იქნები, არ წაიქცეს და სანამ კადრს შეაჩერებ ის გამართულად გაივლის...
- მაშინ მის ბაღში წასვლის პირველი დღის კადრს შევაჩერებ...
-არც მაგაზე იფიქრო...
-რატომ?
- ეს დღეც დაძაბული იქნები, ინერვიულებ არ იტიროს, პირველად რჩება შენ გარეშე და ეს კადრიც გაგექცევა...
- მაშინ შენ მითხარი, რომელი კადრი შევაჩერო...
- არცერთი ბედნიერი წუთი და მომენტი არ შეჩერდება...ვერ შეაჩერებ...ბედნიერება წამიერია...უბრალოდ დატკბი მისით...ბედნიერების ყოველი წუთით და წამით....
18.07.2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →