შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნათელი და მუქი ფერები

ჩემი ცხოვრების ნათელი ფერები ჩაქრა...
მუქმა ფერებმა დაიწყო ნათება....
დღეს მოსდევს ღამე:ბნელი და მუქი,
მთვარემ შეცვალა მზე მხიარული.
სიცივემ გარეთ დაისადგურა,
გულში ყინულმა დაიწყო ფეთქვა....
ვეძახი მე მას: ჩუმად და წყნარად...
ხმა არ ამომდის, გაქრა უკვალოდ...
მგონი დამცინის სადღაც ვიღაცა
და ბოროტულად ჩაიქირქილებს:
შენ რომ გგონია, ისე არ ხდება,
შენ რომ არ გინდა, ზუსტად მასეა...
და სიმწრისაგან, ოფლში გაწურულს,
თან მეღიმება, თან მეტირება...
ღამეა ბნელი და თანაც ცივი...
ცხოვრების ხაზიც ნელ-ნელა ქრება...


29.12.2019წ.
00:22
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →