შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ

ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ
მე იმისთვის დავიბადე რომ მოვკვდე
არაუშავს ჩემო ბაღის ყვავილო
სულში უკვე ჩამოინგრა კლდე .

დავიღალე,გეფიცები დავიღალე
წასვლის დროა და გიტოვებ ამ ყვავილებს
ნუ მოიწყენ იასავით გაილაღე
და ღმერთივით ნურასოდეს დამივიწყებ.

მახსოვს შენი თვალები და იცი?
მენატრება ეგ თითები როცა
ტკივილივით მიწევს დარდზე ფიცი
და უშენოდ ყოველ ღამე ლოცვა.

და საერთოდ ილუზია არის
არ გიცნობ და რომ მიყვარხარ ძლიერ
მე მებაღე,შენ ყვავილი ჩემი
მე მებაღე,შენ ყვავილი ჩემი.

ყოველ ღამე საკუთარ თავს ვტოვებ
მე იმისთვის დავიბადე რომ მოვკვდე
დავიღალე,გეფიცები დავიღალე
და ღმერთივით ნურასოდეს დამივიწყებ.

დემე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →