შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წადი სულს უშველე ჩემო ანგელოზო

წადი სულს უშველე ჩემო ანგელოზო
თვალებს მოაშორე ცრემლი სინანულის,
ჩემი ბრალი არის მე რომ შემიყვარდი
ხო და წადი,სულს უშველე გევედრები.

ფიქრით დავიღალე,ჩუმად ვიწყებ ლოცვას
შენი თვალებია ჩემთვის ყველაფერი,
მაგრამ მეშინია,როცა ავიხედავ
ცას რომ არ ექნება შენი თვალის ფერი.

დიდი არაფერი,ჩემი თითებია
შენი თითები რომ ასე ენატრება,
ვწერ და ეს სიტყვებიც ცრემლებია
იმ თვალების შენ რომ ჩაგაბარა აღსარება.

წადი სულს უშველე ჩემო ანგელოზო
შენი თვალებია ჩემთვის ყველაფერი,
მაგრამ მეშინია,როცა ავიხედავ
ცას რომ არ ექნება შენი თვალის ფერი.

დემეტრე ზარქუა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →