შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ ვიცი ალბათ ყველაფერი ისე გართულდა

არ ვიცი ალბათ ყველაფერი ისე გართულდა
რომ დახეული ჯინსებისთვის ყრიან დოლარებს,
არ ვიცი ალბათ ყველაფერი გადაქართულდა
და მე შინია რომ ოდესღაც ჩავრაზავთ კარებს.

საკუთარ სხეულს რომ ამახინჯებს და სუროსავით
შემოგეხვევა შიგნიდან და სულს მოგიწამლავს
მერე ეძებე დამნაშავა თუნდაც მზესავით
ამოანათო წვიმის შემდეგ მოწმენდილ ცაზე.

დაფიქრებულხარ რომ ოდესღაც ამ ცასაც ტკივა
როცა განიცდის მამა ღმერთი ჩვენ ხშირ დაცემას,
რომ დაეცემი გთხოვ უბრალოდ სცადო ადგომა
და შეაჩერო ნაადრევი ეს ფოთოლცვენა.

არ გინდა შენში მოიძიო ის გასაღები
რომელიც აღებს ცის კიდურზე აგებულ ტაძარს,
მშიშარა გახდი დაესგავსე უძირო ხეებს
და ვიზიარებ სამწუხაროდ იუდას ბაძავ...

არ ვიცი ალბათ ყველაფერი ისე გართულდა
რომ დახეული ჯინსებისთვის ყრიან დოლარებს,
არ ვიცი ალბათ ყველაფერი გადაქართულდა
და მე შინია რომ ოდესღაც ჩავრაზავთ კარებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →