შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ შეიძლება შეიმოსო იმ ხის პერანგით

არ შეიძლება შეიმოსო იმ ხის პერანგით
რომელსაც გულზე სუიციდის სუდარა აკრავს
დახარე თავი,არ იმრუშო საკუთარ მე-სთან
და ღმერთს მიენდე,და იგი თავად გასწვლის სუნთქვას.
არ დაგრჩა ხელზე დასათვლელი თითები ძმაო
ისე გტკივა რომ ეს ტკივილი გაბედნიერებს
გავა უძირო ღამეების ფერმკთალი ფიქრი
და უღმერთობა სხვებთან როგორ გაკადნიერებს.
არ შემიძლია ვერ ვუყურებ მე შენ დაცემას
როცა არ გინდა წამოდგომა დაცემის შემდეგ
აი თითებიც აღარ მინდა ისე ვილოცებ
და შენს ჯვარსაც კი მე ავზიდავ გოლოთის მთაზე.

დემეტრე ზარქუა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →