შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გამიცვითეს ჩემი სულის უღელი

გამიცვითეს ჩემი სულის უღელი
როცა სევდამ შემოაღო კარიბჭე
ამიშენეს სავანეში ბეღელი
და
ოდესღაც გპირდები რომ დაგიჭერ

ჩაეძინა ხის სხეულში მეღურას
როცა ქვეყნად მოგვეფინა ნათელი
მაშინ მივხვდი შავი
მიწა მეხურა
მაგრამ ახლა ვიწვი
როგორც სანთელი

დავამარცხოთ ჩვენში სუსტი
ავაზა
და დავიდგათ
თავმდაბლობის გვირგვინი,
დავალაგოთ ეს სამყარო
ლამაზად,
გაკეთება კარგი საქმის ნუ გვიკვირს.

გამიცვითეს ჩემი სულის უღელი
როცა სევდამ შემოაღო კარიბჭე
ამიშენეს სავანეში ბეღელი
და
ოდესღაც გპირდები რომ
დაგიჭერ

დემეტრე ზარქუა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →