შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

* * *

ლუკაა 2 წლის წინ
ლითონის გველმა
დაიგვიანა
სულ ხუთი წუთით,
მონიტორები
იბყრობენ მზერას...
ბოძზე მიბმული
უსულო ყუთი,
ზუსტად გამოსცემს
სულ ყველა ბგერას...
მაპში დატანილ
ბილიკს დავტირი,
ზომბების მკერდში,
აგურის ძგერას,
დაიგვიანებს
მატარებელი?
-მონიტორები
მიიბყრობს მზერას.

************

დამღლელია ყველაფერი,
დაღლილობის გარდა,
ტკივილია მარტოობის
გამჭვირვალე ფარდა.

***********

დილიდან იწყება საღამო,
დილიდან-დილამდე ხიდია.
ხან დასდევს სხვაობებს ხიბლი და
ხან უსასრულო ბინდია

*************

ნეხვის გვირგვინით სავსეა მარსი,
თაღი იშლება შენ რო ააგე😬
ტრიუმფს დაადგი ფინიშის ხაზი,
მინდა გითხრა რომ, მაინც წააგე😉

***********

იმედთან ერთად, ჩანდა აბრები...
უამრავი ხარახურა და ერთი,
ტუზი, არაკოზირის.
დარიგებამდე, ჩანდა აბრები;
"მეთანაბრები",
"გეთანაბრები"...
იზიდას ეძებ, თვალით, ოსირის!
ამჯერად, მხოლოდ,
ტუზით ხარ,
და ისიც, არაკოზირის

**************

საფლავი,
უკვე,
ჭარბობს
ადამიანებს...
დეკორაციას,
მექანიკა,
დააზიანებს.
უკანასკნელი,
პირველის
ხათრით,
დააგვიანებს.

************

გაზაფხულის
ჰორიზონტი
შერევია ზღვას,

არვინ მოვა,
სამომავლოდ,
რათა გაყვეს სხვას.

*************

გაუვალ ტყეში,
ბოლო სიგარეტს,
ნელა ეწევი,
ერთი წაქცევა
განა რა იყო?
მაგრამ, ცხოვრებას
ვეღარ ეწევი

***********

საიდანღაც მოიპარა ღამე,
ხმაურმა პულტს ხელი უშვა
და სუბიექტებმა დაიტაცეს.
ორკესტრი ქალაქისხელთარსებულ
ინსტრუმენტებს აწყობს,
ღამის ბაიკი და მატარებელი
კვლავ ჩაშლის რეპეტიციას...
ერთი სიხარული -ათი მწუხარება ღირს
და ერთი მწუხარება -ათ სიხარულში
სიხარულითვე იცვლება.
ძილი არააქვთ კომერსანტებს.
და მაინც გზაა,
ყვირილიდან-კივილამდე,
ტკივილიდან-ტკივილამდე,
რამდენი რამ მოხდება კიდევ,
კიდევ, მამლის ყივილამდე?

***************

ხმელი ფოთლების ქარი
ჩუმი გოდებით
და გოიმების ჯარი
სელფის ჯოხებით.

არც ნათელია, არც ბნელი,
სინთეთიკური ტომია,
ვიღაცას კატა უკვდება,
სადღაც იქ, ისევ ომია.

****************

უბედურება!
არა კოპებში,
და არც შავშია.
თავისუფლებას
ჯუნგლებში ეძებ,
ის კი თავშია.

***************

სახე ჭამეს
მსახიობის,
დანარჩენს-კი,
როგორც ბარდას,
ისე, გამო-
იყენებენ...
ვინ გითხრა რომ
სუფლიორი,
ახდის ფარდას?
ვერ ამჩნევ რომ,
ქუჩის ბოლოს,
ახალ ციხეს
გიშენებენ?

*****************


საღამო კვდება,
როცა ღამდება
და შემოსავლებს
ითვლის ბიურო,
ამით არავინ
ღიზიანდება,
შენ ოღონდ, არსად
იაქტიურო...

****************

წვიმა მატულობს,
მაისის მერეც,
ქრიან ქარები...
კაცი აჯანყდა,
ერთ დროს, ვიღაცის
შვილს ნადარები...
რაა მიზეზი
მთელი ცხოვრება
დაჰყო მონურად?
თავისუფლებას
შეყვარებული
ზე პლატონურად

**************

P.s. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი თორემ უკეთესად მე უფრო მინდა რომ ვწერდე🙂
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →