შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყველა ჭაში ფისოა

მსურს ბავშვები რაგატკებს მზისკენ სტყორცნიდნენ
და არ არტყამდნენ მარმარილოს ჭაღს,
მუზები ხელებზე მკოცნიდნენ,
ამშვენებდნენ ედემის ბაღს,
ოცნებისა დამრჩა კვალი,
დამბურძგლა სულ კუდიანმა,
საკუთრებად კი მარტო გვარი,
გამამხნევა კუზიანმა.

ფისო ჩემია
ყველა ნაკლითა,
ბევრი მსმენია
სიტყვა თაღლითთა,

ფისოს კნავილი ამშვენებს,
გონება ჩამრჩა ხრამში,
ფისოს კნუტუნი გვამღერებს,
ავდგები წავიყვან სახლში.

ფისომ უარყო პატრონი,
იქვე ცრემლები ვღვარე,
ფისოს არა ჰყავს ბატონი,
ჩემსკენ ვერ გადმოვიგვარე.

დარდში ვიხრჩობი,
და დარდში გავგუდავ,
ყველა ჭაში ფისოა,
და ასე იქნება მუდამ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →