შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მოხეტიალე ლტოლვილთაგანი

საცოლეს ფარდა, ყელზე კი გიშერი, ფეხებთან ქვესკნელი უცვლელი შიშველი,

სევდაა მწვანე,
დარდი კი წითელი.

მუქთად საწყალი
ცოდვისა საგანი,
სახე მოკუმშული ნაცნობსა მაგვარი,
გვარის შექმნიდან მოყოლებული არი
გადაუკვეთავს იგი მთა და ბარი,
რაღა უშველის ამდაგვარი.

მეცოდება მუდამ მავალი,
ყოფილი, ყოფნასა მოლოდინში,
უსიტკბურობაში ამოზრდილში,
თოვლში თავმოჭრილში,
აწმყოსა დამხობილში,

ნებისმიერი მათგანი,
მოხეტიალე ლტოლვილთაგანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →