შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თუ კი მომიკლეს ზეცა

თუ კი მომიკლეს ზეცა
და მხოლოდ ღრუბლები შემრჩა
თუ კი მომტაცეს სატრფო
მაშინ დამნაშავე ვარ ვატყობ

თუ კი გამძარცვეს გუშინ
ნეტავი დღეს რატომ ვდარდობ
მარტო მთვრალია ღამე
და ისევ რაღაცას ამბობს

თუ კი გადაუღებლად მოთოვს
მთებზე იდება თოვლი
და ეს ლექსებიც თითქოს
ფრთებს შეისხავენ მგონი

თუ კი მგოსანს პროზა მოსავს
ანდაც პროზა მგოსანს აცმევს
მაშინ უარს ვეუბნები
მონეტებს და კახპებს

თუ კი მომკლეს სანამ ვიტყვი
მეფესთან მაქ თხოვნა ერთი
არ მოვითხოვ შეწყალებას
ყოფნა მინდა ღმერთთან ერთად

თუ კი მე მცნეს , როგორც მოღალატე
ცილსა მწამებს მთელი მოდგმა
და ზაფხულში დაზაფრული მკრთალი სახე
ისევ უშენობას ცოდვად შერჩა

მთელი ღამე მარტოსული
კარზე ავდრად მედგა
და ზაფხულის მწვანე ბალახები
წვიმისას , რომ დაიღვრება ცრემლად

დამნაშავე სასჯელს იხდის
და მონასტრის ზარის რეკვა
სულში ბადებს სინატიფეს
ვით ლამპარის ალის კრთომა

არის დღეს კი ისევ უბედური
რომეო და ჯულიეტა
მათი ვნება უდაბური
სიყვარულად ვერც კი შედგა

აგონიას მიცემული მახსენდება
ისევ შენი სიტყვა , ისევ შენი ბაგე
როგორც ჰადესს პერსეფონე
მარად ისე შემიყვარე

თუ კი დამეცლება მთელი ეგო
მე საჩუქრად რაც კი მერგო
ეგოისტს და ამპარტავანს
ეს სიუხვე არც კი ენდო

ამბობენ რომ მისი სიდიადე
სულ სხვაა და არ არსებობს მისი სწორი
გეკითხებით არის სხვაგან
სულის სიმდიდრე და საგანძური?

გეტყვით ასე სიტყვა ძუნწად
თუ კი იყო უდაბნოსი ოაზისი
ახლა მის ადგილზე ქვიშაა და
არის მარგალიტი გაძარცული

ცრუპენტელას, როგორც მელას
ლაჩარს კიდევ , როგორც სვავსა
ყველაფერი დაატყდება
როგორც ქარიშხალი ნავსა

ლამაზ სახეს ისევ ვხედავ
ზმანებაში რომ მეწვევა
სიმბოლურად ვარდსა მჩუქნის
ყოველ ღამე ასე შვება

ერთხელ დავტკბი ჩემი ლექსით
მერე ყოველ წუთას ვინანიე
მაგრამ მეპატია თითქოს მაშინ
იყო კვირის მეშვიდე დღე

ასე შერცხვენილად ვტოვებ ლექსსა
ვხურავ კუპლეტს, ვუსვამ წერტილს
საკუთარი თავის სიბრალური
მე კი ისევ წყევლად მეტრფის
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →