შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აქ სილამაზე

აქ სილამაზე
გნოლი და თოლია
და თეთრი სინაზე
ფიფქი და თოვლია
აქ სიღატაკე
ობი და ფიქრია
და ამის გამო
სიკვდილი ფუჭია
აქ სიბოროტე
ომი და შურია
და შენს თეთრ გულზე
ბნელი რომ მურია
მაგრამ თუ ქურდია
ღამის სიზმარი
თანაც თუ რთულია
ჩუმად მითხარი
ნუ გავიწყდება
დრო და სიკეთე
აქ ეს ფასდება
და ღმერთის იმედე
მე ვერ მოგკალი
ვერ გაგიმეტე
და ჩემს ციხეში
ტუსაღად გიბედე
ჩემი ცხოვრება
ლექსი და ფიქრია
და ამ ფიქრებში
რთული ამინდია
ახლა რომ გითხრა
ძლიერ მინდიხარ
და მაინც ჩემგან
კვლავაც მიდიხარ
საითკენ გეზი?
საითკენ ქარი?
სადა გაქ ბრაზი?
შენი და ქალის ?
ფეხი დაკარი
და მთაზე ადი
თან დაუაკრი
დოლი და დარდი
თუ დაიღალე
მორჩი გოდებას
ეს წუთისოფელი
ნუ მოგაგონდება
თუ ფრთები დაკარგე
ნუ დაინაღვლებ
ლექსები მოქარგე
მუზისა ტბაში
არ დაელოდო
სხვის დაფასებას
აქ მხოლოდ უნიჭოს
სჭირდება ტაში
აქ ხომ სინაზე
თეთრი თოვლია
თვით სილამაზე
გნოლი და თოლია
სადღაც შორს მთებში მშვიდი წუთია
მე არ მასვნებს ,სიზმარში ქარი
და ეს რწმენაც რომ ჩემი რჯლია
რომ ავდარს დაატკბობს უფლისა დარი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →