შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ა .დაფარული გრძნობა

სად გაფრინდა რომელ ცაზე
ჩემი უერთგულო ტკბობა ,
მითხარ ,რომელ ღმერთმა
მოგვისაჯა , სიმწარე და მარტოობა
მითხარ რამე შეიცვლება ,
ოდეს გაჩერდება ლპობა?
მითხარ , მიწის სიუხეშემ
სიმშვიდე რით ვეღარ ჰპოვა ,
მითხარ რომელ ღმერთმა
მოგვისაჯა სიმწარე და მარტოობა ,
რით ვერ ეყო ადამიანს
სითავხედე და გართობა ,
ჩემი წასვლის, დაბერების ,
თუ გაფრენის განა დროა .
მაშინ მითხარ ჩემს ფიქრებთან
კაცმა რატომ შემატოვა ,
რატომ მესხმის თავზე მუდამ
უცებადი მხეცთა ხროვა ,
ნუ თუ ჩემმა ანგელოზმა
ამ უფსკრულში მიმატოვა ,
რატომ ისმის ჩემს ტაძარში
გულის მწველი გლოვა ,
რატომ მოსჩანს ჩემს ფანჯრიდან
ცივი ქარი ,წვიმა , თოვა ,
ახკა გულში ფიქრმა
ეკალივით გაიქროლა ,
როდის მოვა სიმშვიდე
და რატომ მიწევს ბრძოლა ,
ვინ მახსენებს ნეტა ახლა ,
როცა ჩემთანაა მარტოობა ,
ამოდენა წელიწადმა
ფოთოლ -ფოთოლ შემაგროვა ,
ახლა ნისლი სულს
მძივებად შემოება ,
ფიქრი მჭამს და ფიქრი მძარცვავს
არ დავკარგო სათნოება ,
ეს ღამეც ხო
იდუმალად მეფიცება ,
თუ არაფერს მომატყუებს
მაშინ რატომ მერიდება?
საით მიდის სინათლე
და რომელ ლამპარს აინთება ,
ვერც კი მივხვდი
ჩემგან წასვლის ისე დავრთე ნება ,
ხელოვნების გარეშე რომ
ეს ცხოვრება არ იქნება ,
თვით მუზასთან განშორებით
ხის სკამიც კი არ იქმნება ,
ვინაც ოცნებებმა
თეთრი ცისკენ გაიტაცა
სატუსაღო გაუმზადეს
და სიგიჟედ შეირაცხა ,
ვინაც წყალი იყო,
მაგრამ შემდეგ ორთქლად იქცა ,
მითხარ აბა მიწის ძალას ,
მიწის კლანჭებს ვინ გაექცა?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →