შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დანისლული ლექსები

დანისლილი ლექსები
მღეროდნენ ქუჩაში წვიმაზე,
ახლაც ღამეა ,
ვხედავ დაცემულ წინწკალს ,
უიმედობის გაჩერებები
ფოთლებში გაეხვივნენ ,
მათ დაივიწყეს ,
ბავშური გრძნობა ,
ადრე აშრიალებული ქარი
ახლა აღარ მხვდება ,
დღეები ნისლში გაიფიცნენ
და ასე როგორც სიზმარი
დაკარგეს ჩემი შენდობა ,
ქუჩას ახლა ასდის
წვიმის სურნელი ,
როგორიც იყო ადრე ,
ხეებზე შემოპარული დარდი
რაც პოეტურია დიდი,
მხოლოდ დადის მზრუნველი
ლანდები და ფიქრი,
ახლაც ამაოა მორიდება -რიდი ,
მთას შემოერია სიჩუმე,
ვით ცას ღრუბელი .
ჩუმად მღერიან სიკვდილზე
ქარებმაც აფრინეს წერილი ,
მთვარეც ჩაქრა ,
ბოლო სანთელი, იმედი უკანასკნელი ,
ახლაც ლექსებს კითხულობენ
ვით იდუმალი ცის პერგამენტი ,
შორს ჩრდილში გაეხვა
ხეთა დუმილი,
და ერთი წლის შემდეგ ,
ერთი წლის თავზე,
მოირთო სამარე
ლამაზი ყვავილით ,
ზამთარში მართლაც ჩხაოდა
გზააბნეული ყვავი,
და კრთოდნენ ვარსკვლავები ,
იყო ცა , ცა იდუმალი ,
და შენ გგლოვობდნენ ხალხი ,
ლანდად ჩნდებოდა შენი მოგონება
და ქუჩას უხმოდ მისდევდა ,
ეს ფიქრი ჰორიზონტს მიღმა ,
უცხო სამყაროს იწევდა ,
არ ჰქონდა სხვა გზა
, როგორც ნიაღვარს,
გზა მხოლოდ ცის მიღმა მოჩანს ,
ცის კიბე კი ლექსებით მორთულა,
ოცდახუთ ნოემბერს , ბულბული მღეროდა
რადგან ,
უგვირგვინო მეფე დაბადებულა .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →