შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქარმა შეარხია

ქარმა შეარხია მარტი
ძრწოლამ აიტანა ყვავილების ტანი ,
ცოტა ისევ შეაქანა ნაძვი
მისი მწვანე ხალათი და თვალი,
ქარმა შეარხია მარტი
უცნაურად იბობოქრა ღამით,
შემომჩივლა უსაშველო დარდი
თანაც შემიშინა ვარდი,
ქარი ტირის , ქარი არხევს ,
აფრიალებს მარტის კაბას
უღრიალებს ღრმა ხევებს და
გირჩი ხიდან მოუპარავს
გზაზე ხენი დაულეწავს
არ დაინდობს არც აპრილებს
შეუბერავს , გულს დაგიწვავს , ,
როცა ხეთა ძარცვას დააპირებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →