შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბეტონის ჯუნგლი

ეს ქალაქი ვით გალია
როგორც ბნელი კუთხის ეზო
ტუსაღობა რის ბრალია
ადრე სანთლად ცა აგვენთო
ეს ქალაქი ვით გალია
პატიმრები რიგში დგანან
აქ სინათლე რომ გვაკლია
მიტომ გვიწევს გული სხვაგან
სხვაგან სადაც სინათლეა
იდუმალი , ნაზი სასურველი
ბნელი კუთხე ჩემი სიმაგრეა
იქ შემხვდება მუზა განუყრელი
ეს ქალაქი ვით გალია
და ბეტონის ყრუ ადგილი
სადაც ბევრი მშიერია
ყველგან სადაც შენ გაივლი
ეს ქალაქი ვით გალია
და ბეტონის ჯუნგლი რუხი
მახინჯ ქუჩებს რომ ატყვია
ღამის ფერი მუქი მწუხრი
ეს ქალაქი ვით გალია
ოცნებებს რომ გიკლავს დილით
მაინც ისევ გიხარია
რომ ქუჩაში დააბიჯებ რიტმით
სანამ გაფრინდებოდნენ ჩუმი ფიქრები
ქალაქის სევდამ იქამდე მოკლა
ცოცხალი ხალხის , მომკვდარმა ნებამ ,
არ დააცადა სიცოცხლეს სროლა
ამ უფსკრულს ეწირება ტალანტი
ღმერთმა ვერ გახსნა სცენა ,
ვერაფერი იქნება გარანტი
ოდეს დარბაზში რომ ატყდეს სტვენა
ეს ქალაქი , ჩემი გალია
ჩემი სამშობლო ყვავილნარია
ნეტავი ,მე ასე რამ გადამრია
რომ პოეზია ნატვრის თვალია
ღამის აჩრდილნი ჩემთან მოდიან
და მახსენებენ ლექსებს ,
ფიქრები ცოტათი ნაღვლიანია
რომ მე ფრინველს , მკეტავენ გალიას
ჩემი ეს დაცემა ქვესკნელს ,
ვიცი რომ წარმავალია
რადგან გავშლი მე ფრთებს და
გავცდები ამ პროვინციას
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →