ჩანაწერი
Laravel
ჩასძინებია ღამეს
ჩასძინებია ღამეს რაფასთან
ახლა ვაფარებ საბანს ,
ცბიერად დუმს სიმარტოვე
და მთვარე გაურწევს აკვანს ,
ახლა ფიქრები მიდის ვარსკვლავთან
და იალქანით ეშვება მიწას ,
სიცოცხლე მატებს ასაკთან ერთად
საფიქრალს ტონას ამ დედამიწას,
გუშინ საწყალ გულს დარდი მიკლავდა
ახლა კი დარდები პანთეონს მიმაქვს
ალბათ ამაღამ ვერ გადავრჩები
და ჩემთვის იტირებს ცისფერი წვიმა ,
წვერით დაფარულ ჭაბუკის სახეს ,
ნაღვლიანობის სიზმარში სძინავს ,
სიზმარში მხოლოდ აწყდება მახეს
და გაბრაზებულ ჩრდილიან ნიავს
ახლა ვაფარებ საბანს ,
ცბიერად დუმს სიმარტოვე
და მთვარე გაურწევს აკვანს ,
ახლა ფიქრები მიდის ვარსკვლავთან
და იალქანით ეშვება მიწას ,
სიცოცხლე მატებს ასაკთან ერთად
საფიქრალს ტონას ამ დედამიწას,
გუშინ საწყალ გულს დარდი მიკლავდა
ახლა კი დარდები პანთეონს მიმაქვს
ალბათ ამაღამ ვერ გადავრჩები
და ჩემთვის იტირებს ცისფერი წვიმა ,
წვერით დაფარულ ჭაბუკის სახეს ,
ნაღვლიანობის სიზმარში სძინავს ,
სიზმარში მხოლოდ აწყდება მახეს
და გაბრაზებულ ჩრდილიან ნიავს
Laravel
კომენტარი
0