შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მაწუხებს ფიქრი

მაწუხებს ფიქრი ეულად
რამდენი გვირილა შეახმა მინდორს
ტყეს გაეკიდა ცეცხლი წყეულად
ღამე გონება მწუხარედ ფიქრობს

რომელი საუკუნეა?
უკუნითია სიბნელე
სინათლე სანუკვარია
და ოცნებებში ვინატრე

რისთვის მოვედი , ან სად მივდივარ
არ უჩანს ამ ფიქრებს ბოლო
ვაი თუ გავქრე ვეღარ მიპოვო
მერე ტიტებს როგორღა ვეამბორო

მეგობრად ვარჩიე მაღალი მთები
მონად ვიქეცი თავისუფლების
მაგრამ ამბოხი კაცს მაინც ახრჩობს
მამხნევებს ჩემი ჭირისუფალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →