შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიმარტოვე ველის

იდგა ეულად უდაბნოს ველზე
ფოთლების სამოსი იწყებდა ცვენას
მაშინ კი წვიმდა ველისა მთებზე
დადუმდა ქარი და დადუმდა ენა

გრიალი იყო , ცისა გრიალი
ვაშლოვანს შერჩა ბოლო კედარი
ქარი ბრაზობდა ,იყო სიზამრი
და დაიტირა კედრის ცხედარი

იყო სიცივე დეკემბრის გუდის
და მიმოეფინა ველსა უდაბნო
იდგა ეულად შიშველი კედარი
და იგი ბრწყინავდა ვით გუდის ოქრო

ალიონს ნატრობს მორიგი ღამე
თოვლის მსგავსია დილისა ნამი
უდაბნოს აკრავს ჯუნგლისა ბარდი
გარდაესახა ცასა კი ჯვარი

დანარნარობდა ცაზე კი ქარი
კედარს ახლავდა ფიქრების ჯარი
სიმარტოვემ რომ შთაუნთქა ფარი
იქცა გვამად და მოკვდა კედარი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →