შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გეამბორო

ჩემთან ფიქრებს რუხად აწვიმს
ისევ დაჰქრის ნაზი სიო
არ მეშვება ეს წყეული
ფიქრი ,მრკთალი საიქიო

მტკვართან ისევ მკვდარი მნახე
მახსოვს როგორ ვერ მიცანი
შენი მზერა შენი სახე
ჩემთვის იყო საფიცარი

მხოლოდ სურვილს მივენდობი
შენგან უკვე მიტოვებულს
აღარ ვიცი როდის მოხვალ
ვგავარ უკვე დავიწყებულს

ივსებიან ეს ფურცლებიც
აღარ უჩანთ თავი-ბოლო
ხოლო ჩემი ნაწერებით
მინდა ისევ გეამბორო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →